08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
ევროკავშირი ტერაქტების აღკვეთის გეგმაზე მუშაობს

ევროკავშირი ტერაქტების აღკვეთის გეგმაზე მუშაობს. დღეს, ბრიუსელში ევროკავშირის ძალოვანი უწყებების პირველი პირები ტერორისტების წინააღმდეგ სამოქმედო სტრატეგიაზე მსჯელობდნენ, ადგილობრივი სამართალდამცველები კი დამნაშავეების ძებნის ოპერაციას განაგრძობენ.

უკვე ცნობილია, ვინ დაამზადა ბრიუსელის ტერაქტებისთვის ბომბები, ის გარდაცვლილთა შორის არის. ჯერ დაუდგენელია კიდევ ორი პირის ვინაობა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ტერაქტების განხორციელებაში.

ტერორისტი ძმების კრიმინალური წარსული ბელგიის პოლიციისთვის ცნობილი იყო. გამოძიება კი მათ ტერორიზმთან კავშირს დღემდე უარყოფდა. მომხდართან დაკავშირებით სკანდალური განცხადება გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმა. რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ბელგიელი სამართალდამცველები გულგრილობაში დაადანაშაულა. თურქეთის პრეზიდენტის ბრალდების შემდეგ, ბელგიის შს მინისტრმა გადადგომის თხოვნით მიმართა პრემიერს, თუმცა მთავრობის მეთაურმა მას უარი უთხრა და ჯერჯერობით ის თანამდებობაზე რჩება.

ავტორები:თამარ ნუცუბიძე

დღის ამბები