08 ოქტომბერი 2024,   06:50
ვრცლად
ბრიუსელში შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების საგანგებო სხდომა დასრულდა

ცოტახნის წინ დასრულდა ბრიუსელში შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების საგანგებო სხდომა. სხდომის შემდეგ ევროპულმა საბჭომ განცხადება გაავრცელა. 

10 პუნქტთან განცხადებაში გაწერილია ის ნაბიჯები, რაც ევროკავშირმა ტერორიზმთან უფრო ეფექტური ბრძოლისთვის უნდა გადადგას. 

პარიზის ტერაქტების შემდეგ, ეს ევროპულ საბჭოში რიგით მეორე საგანგებო სხდომაა. არსებული რეალობის გათვალისწინებით, ევროპული საბჭო თვლის, რომ ოპერატიული ინფორმაციის გაცვლას ძალოვან სტრუქტურებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

სხდომის შემდეგ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ევროკომისარმა, დიმიტრის ავრამოპოლუსმა აღნიშნა, რომ ტერაქტების შემდეგ ევროკომისიის საკანონმდებლო ინიციატივები ოპერატიულად უნდა იქნეს იმპლემენტირებული.

ევროპული კომისია და საბჭო თანხმდება იმაში, რომ ევროპის ძირითადი გამოწვევა ახალგაზრდების დერადიკალიზაცია და მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს გარანტირებაა

დღის ამბები