08 ოქტომბერი 2024,   06:57
ვრცლად
ევროკავშირი წევრ ქვეყნებს შემუშავებული ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიის დროული განხორციელებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს უკვე შემუშავებული ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიის დროული განხორციელებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ბრიუსელში შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების საგანგებო სხდომის შემდეგ განაცხადეს.

ევროპულმა საბჭომ 10 პუნქტიანი განცხადებაც გაავრცელა, სადაც გაწერილია ის ღონისძიებები რაც ევროკავშირმა ტერორიზმთან უფრო ეფექტური ბრძოლისთვის უნდა განახროციელოს.

მათი შეფასებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ძალოვან სტრუქტურებს შორის ოპერატიული ინფორმაციის გაცვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ევროკომისია ევროპულ საბჭოსა და პარლამენტს ახალ საკანომდებლო ინიციატივებს რამდენიმე დღეში წარუდგენს. პარლამენტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პარლამენტი მზადაა კომისიასთან ითანამშრომლოს და საკანონმდებლო ინიციატივებს უმოკლეს ვადაში კენჭი უყაროს. 

დღის ამბები