08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
სპეცოპერაცია ბელგიაში - არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი 6 ადამიანი

წუხელ ბელგიელმა სამართალდამცველებმა ბრიუსელში სხარბეკის რაიონში მასშტაბური სპეც ოპერაცია დაიწყეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი 6 ადამიანი. მათი ვინაობა უცნობია. დაკავებულთაგან 3 მამაკაცი ფედერალური პროკურატურის შენობასთან ავტომობილში აიყვანეს.

ამ დრომდე ბელგიის პოლიცია ისევ ეძებს ტერაქტების ორ უშუალო შემსრულებელს. მიუხედავად ამისა ქვეყნის ხელისუფლებამ საფრთხის მეოთხე, ყველაზე მაღალი დონე ერთი საფეხურით დაწია. 

ბრიუსელის პარალეურად, სპეც ოპერაცია მიმდინარეობდა წუხელ პარიზშიც. ფრანგმა სამართალდამცველებმა 1 ეჭვმიტანილი აიყვანეს, რომელიც მათი ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდა.

დღის ამბები