08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
ანტიტერორისტული ოპერაცია საფრანგეთში - ეჭვმიტანილი დაკავებულია

ფრანგმა სამართალდამცველებმა პარიზის გარეუბანში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს. დაკავებულია საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებებთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად ახალი ტერაქტის თავიდან აცილება გახდა შესაძლებელი.

ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ევაკუაცია განხორციელდა, სადაც ამ დროისთვის გამნაღმველები მუშაობენ. მიმდინარეობს ჩხრეკა.

ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა კავშირი პარიზში დაგეგმილ თავდასხმებს ბრიუსელში და პარიზში მომხდარ ტერაქტებთან.

ამავე თემაზე
დღის ამბები