08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
სირია და უკრაინის კრიზისი - ვლადიმერ პუტინისა და ჯონ კერის შეხვედრა კრემლში გაიმართა

კრემლში ვლადიმერ პუტინისა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის შეხვედრა 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათ სირიის სამოქალაქო ომსა და უკრაინის კრიზისზე ისაუბრეს.

ვლადიმერ პუტინმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ნაბიჯები სირიის კრიზისის დარეგულირების კუთხით დადებითად შეაფასა.

ჯონ კერისთან შეხვედრების დროს შედარებით მწვავე აღმოჩნდა უკრაინის საკითხი. მან მინსკის შეთანხმების შესრულებაზე გაამახვილა ყურადღება.

თავის რუს კოლეგასთან შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა რუსეთის მიერ პატიმრობა მისჯილი უკრაინელი პილოტის, ნადია სავჩენკოს სამშობლოში დაბრუნების თემაც წამოწია და განაცხადა, რომ ეს ჰუმანიტარული კუთხითაც მნიშვნელოვანია.

ამავე თემაზე
დღის ამბები