08 ოქტომბერი 2024,   06:52
ვრცლად
ბრიუსელის ტერაქტებში მონაწილე ძმების საქმიანობის შესახებ აშშ-ის უშიშროებისთვის ცნობილი იყო

ბრიუსელის ტერაქტებში მონაწილე ძმების, ელ ბაქრაუების საქმიანობის შესახებ შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურებისთვის მანამდეც ცნობილი იყო.

ინფორმაციას სააგენტო REUTER ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. REUTER-ის მტკიცებით, ბრუსელში განხორციელებული თავდასხმის შემსრულებლები შეერთებული შტატების კონტრტერორისტული სამსახურების ეჭვმიტანილთა სიაში იყვნენ შეყვანილი.

შეერთებული შტატები მეორე ქვეყანაა, რომელიც ინფორმაციას ავრცელებს, რომ ბელგიის ტერაქტის შემსრულებლების ტერორიზმთან კავშირის შესახებ მონაცემებს მანამდეც ფლობდა. ცოტა ხნით ადრე ანალოგიური განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა გააკეთა.

ამავე თემაზე
დღის ამბები