08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
ჯონ კერიმ მოსკოვს სანქციების მოხსნის პირობა გააცნო

ჯონ კერიმ მოსკოვს სანქციების მოხსნის პირობა გააცნო. სერგეი ლავროვთან და ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ვიზიტი ბრიფინგზე შეაჯამა.

ჯონ კერი ამბობს, რომ ბარაკ ობამა მზად არის რუსეთს სანქციები მოუხსნას, თუმცა ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც მოსკოვი მინსკის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს სრულად შეასრულებს. იგულისხმება შეიარაღებისა და ცოცხალი ძალის გაყვანა და უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენა.

უკრაინასთან ერთად განხილვის მთავარი თემა სირიის კრიზისის მოგვარება იყო. ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოსკოვისგან სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის ხელშეწყობას ელოდება.

დღის ამბები