08 ოქტომბერი 2024,   06:51
ვრცლად
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად, სირიაში ბრძოლები არ წყდება

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად, სირიაში ბრძოლები არ წყდება. ბაშარ ალ ასადის არმიამ რუსული ავიაციის დახმარებით პალმირას რეგიონს შეუტია, რომელიც გასული წლის მაისიდან ისლამური სახელმწიფოს კონტროლის ქვეშაა.

ტერორისტებმა პალმირაში ისტორიული ძეგლები გაანადგურეს, რაც გაეროს კულტურის სააგენტომ ომის დანაშაულად შეაფასა.

სირიის თავდაცვის უწყებამ პალმირაში ბრძოლის კადრები გაავრცელა და განაცხადა, რომ ქალაქზე კონტროლი პრაქტიკულად აღდგენილია, თუმცა სირიაში მომუშავე დამკვირვებლების განცხადებით, ასადის არმია მხოლოდ ქალაქის ნაწილს აკონტროლებს. 

დღის ამბები