08 ოქტომბერი 2024,   06:54
ვრცლად
"როლინგ სთოუნზი" კუბაში ისტორიული კონცერტისთვის ემზადება

როლინგ სთოუნზი კუბაში ისტორიული კონცერტისთვის ემზადება. ლეგენდარული როკ ჯგუფი უკვე ჩავიდა ჰავანაში. აეროპორტში მუსიკოსებს კუბელი კოლეგები და ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.

როლინგ სთოუნზის კონცერტი ჰავანას სტადიონზე დღეს გაიმართება. ორგანიზატორები 400 ათასამდე სტუმარს ელოდებიან, რადგან დასწრება უფასოა.

მიკ ჯაგერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ დიდი ინტერესით ელოდება დღევანდელ კონცერტს, რადგან 1959 წლის შემდეგ, ეს როკ მუსიკოსების პირველი კონცერტია კუბაში.

რევოლუციის შემდეგ ფიდელ კასტრომ კუბაში როლინგ სთოუნზის, ბითლზის და ელვის პრესლის მუსიკა, მისთვის მიუღებელი ცხოვრების სტილის პროპაგანდის მოტივით აკრძალა.

დღის ამბები