08 ოქტომბერი 2024,   06:57
ვრცლად
მორიგი თავდასხმა თურქეთში - 24 დაჭრილი და 26 დაღუპული

მორიგი თავდასხმა თურქეთში. ქურთმა სეპარატისტებმა დიარბაქირში დანაღმული მანქანა ჟანდარმერიის საგუშაგიოსთან ააფეთქეს. ძალოვანების ინფორმაციით დაიღუპა სამი სამართამდაცველი, რის შემდეგაც ძალოვანებმა თავდამსხმელებს ცეცხლი გაუხსნეს. ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა 24 ძალოვანი.

თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც თურქეთის ავიაციამ ერაყის ჩრდილოეთში ქურთთა მუშათა პარტიის პოზიციებზე იერიში მიიტანა და სამხრეთ–აღმოსავლეთ რეგიონში სპეცოპერაცია ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით ოპერაციის შედეგად 26 ქურთი სეპარატისტი დაიღუპა.

დღის ამბები