08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
ბელგიის პოლიცია კიდევ ერთ ტერაქტებში ეჭვმიტანილს ეძებს - ის აბდესლამის მეგობრად მიიჩნევა

ბელგიის პოლიცია ბრიუსელში ანტიტერორისტულ ოპერაციებს ატარებს. პოლიცია ტერაქტებში კიდევ ერთ ეჭვმიტანილს - სირიელ, 28 წლის ნაიმ ალ ჰამიდს ეძებს, რომელიც აბდესლამის მეგობრად მიიჩნევა.

ქალაქის ერთ-ერთ რაიონში სამართალდამცველებმა მეშვიდე ეჭვმიტანილი დააკავეს. დაკავებულთა ვინაობა არ სახელდება. გამოძიების ცნობით, ორი მათგანი ტერაქტების დროს სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ ჩანაწერებში ფიგურირებდნენ.

ბრიუსელის პარალელურად, ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება პარიზშიც. რეიდი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს. მათ ტერორიზმში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს, რომელიც გამოძიების ცნობით, საფრანგეთში მასშტაბური თავდასხმის მოწყობას გეგმავდა.

დღის ამბები