08 ოქტომბერი 2024,   06:51
ვრცლად
ბრიუსელის ტერაქტებთან დაკავშირებით 10 ეჭვმიტანილია დაკავებული

ბრიუსელის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი 7 პირი - ბრიუსელში, 2 - გერმანიაში, 1 კი პარიზში დააპატიმრეს. ბელგიისა და საფრანგეთის დედაქალაქებში ანტიტერორისტული ოპერაციები მეორე დღეა გრძელდება.

გავრცელებული ცნობით, ბრიუსელის გარეუბანში - სხარბეკში მიმდინარე რეიდის დროს აფეთქებების ხმაც ისმოდა. როიტერის ცნობით პოლიციამ ოპერაციის დროს ერთი პირი გაანეიტრალა. თუმცა დეტალები ცნობილი არ არის.

დასახელდა პარიზში დაკავებულის ვინაობაც. ის 34 წლის მამაკაცია და გამოძიების ცნობით ტერაქტის მოწყობას საფრანგეთის ტერიტორიაზე აპირებდა.

პარალელურად, უშიშროების სამსახური ბრიუსელის აფეთქებებთან კავშირისთვის სალაჰ აბდესლამის მეგობარს სირიელ ნაიმ-ალ- ჰამიდს ეძებს.

ამერიკელებმა დაადგინეს მესამე ეჭვმიტანილის ვინაობაც, რომელიც ბრიუსელის აეროპორტში 2 ტერორისტთან ერთად იმყოფებოდა.

დღის ამბები