08 ოქტომბერი 2024,   07:00
ვრცლად
იერუსალიმში წითელი პარასკევი სამგლოვიარო პროცესიით აღინიშნა

იერუსალიმში წითელი პარასკევი სამგლოვიარო პროცესიით აღინიშნა. ათასობით მორწმუნემ ვია დე ლა როსას ქუჩაზე გაიარა და ზუსტად ის გზა გაიმეორა, რომელიც ბიბლიის თანახმად იესო ქრისტემ ჯვარცმამდე გაიარა. პილიგრიმებმა ვიდა დე ლა როსაზე 14–ჯერ შეისვენეს და ყველა გაჩერებაზე ილოცეს.

მსვლელობა გოლგოთას მთაზე სწორედ იმ ადგილას დასრულდა, სადაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს. წითელი პარასკევის გამო იერუსალიმში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია ამოქმედებული. მორწმუნეების უსაფრთხოებას წმინდა ქალაქში ათასობით პოლიციელი და სამხედრო იცავს.

დღის ამბები