08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
ბრიუსელის თავდასხმების 3 უშუალო შემსრულებელი გამოძიებისთვის ცნობილია

ბრიუსელის თავდასხმების სამი უშუალო შემსრულებელი გამოძიებისთვის ცნობილია. სმართალდამცველები ამ დროისთვის 2 ტერორისტის იდენტიფიცირებას ცდილობენ. პარალელურად ბელგიის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით უკვე 10 ადამიანია დაკავებული, 7 - ბრიუსელში, 2 - გერმანიაში, 1 კი პარიზში დააპატიმრეს, რომელიც საფრანგეთის ტერიოტორიაზე ტერაქტის მოწყობას აპირებდა.

ამ უკანასკნელის სახლში სამართალდამცველებმა იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

პარალელურად, უშიშროების სამსახური ბრიუსელის აფეთქებებთან კავშირისთვის კიდევ ერთ ეჭვმიტანილს, სალაჰ აბდესლამის მეგობარს, სირიელ ნაიმ ალ ჰამიდს ეძებს. ამერიკელებმა დაადგინეს მესამე მებრძოლის ვინაობაც, რომელიც ბრიუსელის აეროპორტში აფეთქების დღეს 2 ტერორისტთან ერთად იმყოფებოდა.

ასევე ტერაქტის მეოთხე დღეს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და გამოცხადებული განგაშის უმაღლესი მეოთხე დონე, მესამე დონემდე ჩამოწიეს. 

ავტორი: თამარ ნუცუბიძე 

დღის ამბები