08 ოქტომბერი 2024,   06:59
ვრცლად
გაეროს სამშვიდობო მისია მშვიდობისმყოფელების მხრიდან სექსუალური ძალადობის ახალ ფაქტებზე საუბრობს

გაერო-ს სამშვიდობო მისია მშვიდობისმყოფელების მხრიდან სექსუალური ძალადობის ახალ ფაქტებზე საუბრობს.

გავრცელებული ინფრომაციით, ცენტრალური აფრიკის კემოს რეგიონის მცხოვრებლებმა მისიის ხელმძღვანელობას 2014 და 2015 წლებში ჩადენილი დანაშაულების შესახებ აცნობეს.

ორგანიზაცია არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნის წარმომადგნლები არიან მხილებულები დანაშაულში, თუმცა ყველა ფაქტის გამოძიების პირობას დებს.

გაერო უკვე იმ 69 საქმეს იძიებს, რომელშიც გაერო-ს მისიის თანამშრომლები არიან ბრალდებულები.

ამ ფაქტების გამოვლენის შემდეგ უშიშროების საბჭომ 2 კვირის წინ რეზოლუციაც მიიღო, რომელიც გაერო-ს სამშვიდობო მისიებიდან იმ ქვეყნების გარიცხვის უფლებას აძლევს, რომლის წარმომადგენლებიც მსგავს დანაშაულებში არიან მხოლებულები. 

 

დღის ამბები