08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
სირიის არმიამ პალმირაზე კონტროლი აღადგინა

სირიის არმიამ პალმირაზე კონტროლი აღადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა რუსული ავიაციის დახმარებით, პალმირას ისტორიული ციხესიმაგრე აიღეს და მთლიანად აკონტროლებენ სამარხების ველს, სადაც 2015 წლის შემოდგომაზე ისლამისტებმა უძველესი კოშკები გაანადგურეს.

ბრძოლა პალმირას რეგიონში ამ დრომდე გრძელდება.

მედიის ინფრომაციით, ასადის არმიამ ისლამური სახელმწიფოს ათობით მებრძოლი მოკლა. დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციაზე განცხადება პენტაგონშიც გაკეთდა. 

უწყების ხელმძღვანელის ინფრომაციით, სირიაში ჩატაებული ოპერაციის დროს აბდულ რაჰმან მუსტაფა ალ-ქადული, მეტსახელად ჰაჯი იმანი, მოკლეს, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ე.წ. ფინანსთა მინისტრი და ლიდერის მარჯვენა ხელი იყო. 

დღის ამბები