08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
ტერაქტი ერაყში, ბაღდადის ფეხბურთის სტადიონზე - დაღუპულია 26 ადამიანი

26 ადამიანი დაიღუპა ტერაქტის შედეგად ერაყში. თავდასხმა ბაღდადის გარეუბანში მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ფეხბურთის მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონთან აიფეთქა თავი.

პოლიციის ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად დაშავდა 71 ადამიანი, გარდაცვლილთა უმეტესობა კი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

 

 

ფოტო არქივიდან 

დღის ამბები