08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
რომის პაპმა დაგმო რელიგიის გამოყენება ტერორისტული აქტების გამართლების მიზნით

რომის პაპი ევროპაში მომხდარ ტერაქტებს გამოეხმაურა. ფრანცისკე წითელი პარასკევისთვის მიძღვნილი ღონისძიებების დროს სიტყვით გამოვიდა და ისინი, ვინც ძალადობას რელიგიის სახელით ახორციელებს, ღვთის გმობაში დაადანაშაულა.

კათოლიკურ დღესასწაულთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები რომში დღეს განსაკუთრებით იყო გაძლიერებული. წითელ პარასკევს კათოლიკური სამყარო ქრისტეს ჯვარცმის დღეს იხსენებს. რომის კოლიზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მორწმუნეებმა სანთლებით მსვლელობა მოაწყვეს.

მსვლელობის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას პაპმა დაგმო რელიგიის გამოყენება ტერორისტულის აქტების გამართლების მიზნით. ის ასევე მიგრანტების კრიზისსაც შეეხო. 

დღის ამბები