08 ოქტომბერი 2024,   06:53
ვრცლად
სამართალდამცველებმა ბრიუსელში საეჭვო პაკეტი იპოვეს - ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ

სამართალდამცველებმა ბრიუსელში საეჭვო პაკეტი იპოვეს. ბასკიულის რაიონში, სადაც ამანათი აღმოაჩინეს, ამ დროისთვის გამნაღმველები მუშაობენ, ევაკუირებულია ადგილობრივი მოსახლეობა და შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

პარალელურად, ბელგიური პრესა წერს, რომ ქალაქ შარლერუაში ატომური ელექტროსადგურის დაცვის თანამშრომელი მოკლეს და მისი საშვი მოიპარეს. შემთხვევა ხუთშაბათს საღამოს მოხდა, თუმცა მედიით მხოლოდ დღეს გავრცელდა.

ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შემდეგ ბელგიური მედია წერდა, რომ ტერორისტების თავდაპირველი სამიზნე სწორედ ატომური სადგურები იყო, თუმცა გეგმა მათ სალაჰ აბდესლამის დაკავების შემდეგ შეცვალეს.

დღის ამბები