08 ოქტომბერი 2024,   06:54
ვრცლად
დანაღმული სასწრაფო დახმარების მანქანა და 22 დაღუპული - ტერაქტი იემენში

22 ადამიანი დაიღუპა იემენში ტერაქტების შედეგად. თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმა 3 საგუშაგოზე თითქმის ერთდროულად მოხდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებს ცეცხლი შეირაღებულმა პირებმა გაუხსნეს.

ერთ-ერთი თავდასხმის განსახორციელებლად, ტერორისტებმა დანაღმული სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიყენეს. დაღუპულთა შორის უმეტესობა მშვიდობიანი მოსახლეობაა. დაშავებულთა რაოდენობა რამდენიმე ათეულს აღწევს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელწიფომ  აიღო.

დღის ამბები