08 ოქტომბერი 2024,   06:50
ვრცლად
ბრიუსელის აეროპორტში განხოციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი მესამე პირის ვინაობა ცნობილია

ბრიუსელის აეროპორტში განხოციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი მესამე პირის ვინაობა ცნობილია.

ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს, სადაც ნათქვმია, რომ რომ ეჭვმიტანილის სახელი არის Faycal Cheffou. 

ის სათვალთვალო კამერამ იმ ორ პირთან ერთად დააფიქსირა, რომლებმაც, სავარაუდოდ, ტერაქტი განახორციელეს.   

ამ საკითხთან დაკავშირებით ბელგიის პროკურატურა ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, პარასკევს განაცხადეს, რომ პროკურატურასთან ახლოს პოლიციამ დააკავა ვინმე "Faycal C", მაგრამ გუშინ მათ არ დაუკონკრეტებიათ, რომ ის მესამე ეჭვმიტანილი იყო. 

როიტერსი წერს, რომ მესამე ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, ფოტოზე მარჯვნივ მყოფი, ღია ფერის ქურთუკიანი მამაკაცია. 

 

დღის ამბები