08 ოქტომბერი 2024,   06:52
ვრცლად
ბრიუსელის ტერაქტების გამოძიებაში აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო ჩაერთო

ბრიუსელის ტერაქტების გამოძიებაში შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიურო ჩაერთო. ამის შესახებ განცხადება ბარაკ ობამამ გააკეთა და აღნიშნა, რომ ამერიკელი სპეციალისტები უკვე რამდენიმე დღეა, ადგილზე იმყოფებიან და ბელგიელ კოლეგებს დეტალების დადგენაში ეხმარებიან.

ბარაკ ობამამ ყოველკვირეულ მიმართვაში განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოკავშირეებთან ერთად შეერთებული შტატებისა და ევროპაში ტერაქტების აღკვეთაზე მუშაობს.

"ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ისლამური სახელმწიფო არ გაანადგურებდა," - აცხადებს ბარაკ ობამა და აღნიშნავს, რომ ამ მიზნით მოკავშირეებს შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აუცილებელი ზომაა.

დღის ამბები