08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
პან გი მუნი ერაყის ხელისუფლებასთან ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლას განიხილავს

ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაა მთავარი თემა, რომელსაც გაერო-ს გენერალური მდივანი ერაყის ხელისუფლებასთან განიხილავს. ბან კი მუნი ცდილობს, დაარწმუნოს ადგილობრივ მაღალჩინოსნები, რომ შიიტი და სუნიტი მუსლიმების თანამშრომლობა ტერორიზმის დასამარცხებლად აუცილებელი ზომაა.

გაეროს გენერალური მდივანი ბაღდადში რამდენიმე საათის წინ ჩავიდა. ვიზიტის დაწყებამდე კი ერაყის დედაქალაქის მახლობლად ისლამურმა სახელმწიფომ მასშტაბური ტერაქტი მოაწყო და 29 ადამიანი იმსხვერპლა.

თვითმკვლელმა ტერორისტმა ფეხბურთის მატჩის დასრულების შემდეგ ხალხის ნაკადში აიფეთქა თავი. გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის ქალაქის მერიცაა, დაშავებულთა რაოდენობა კი 60–ს აჭარბებს.

დღის ამბები