08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
მე ვფიქრობ, ევროპელებს აქვთ წარმოუდგენელი პათოლოგიური სტრუქტურული პრობლემა - მაიკლ ჰეიდენი

“ევროპელებს პათოლოგიური სტრუქტურული პრობლემა აქვთ”, - ეს ბრიუსელის და პარიზის ტერაქტებზე საუბრის დროს ვაშინგტონში მაიკლ ჰეიდენმა განაცხადა.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი დირექტორი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის სტრუქტურა უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. ჰეიდენი საუბრობს პასუხისმგებლობების განაწილებაზე ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებს შორის.

„მე ვფიქრობ, ევროპელებს აქვთ წარმოუდგენელი პათოლოგიური სტრუქტურული პრობლემა. პათოლოგიას ვამბობ პირდაპირი მნიშვნელობით, რომ, თუ მას არ უმკურნალე, ორგანიზმის სიკვდილს გამოიწვევს. პათოლოგიური პრობლემა კი შემდეგში მდგომარეობს: საქმიანობა ევროპის დედაქალაქ ბრიუსელსა და სუვერენულ ქვეყნებს შორის გაყოფილია. სუვერენული ქვეყნები ბრიუსელს აკისრებენ ვაჭრობის, ფინანსების და ფულთან დაკავშირებულ თემებს. ასევე ყველა იმ საკითხს, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან არის დაკავშირებული. ამ დროს ეროვნული უსაფრთხოების დაცვა თავად ევროკავშირის დედაქალაქების საზრუნავია,“ - განაცხადა  მაიკლ ჰეიდენიმ.

კიდევ ერთი პრობლემა, მაიკლ ჰეიდენის თქმით, არის ის, რომ დაზვერვის სამსახურებს შორის ინფორმაციის ეფექტური გაცვლა არ ხდება. 

„2009 წლის სექტემბერში სპეცოპერაციების დანაყოფმა ზღვის ლომებმა ალ-შაბაბის ერთ-ერთი ლიდერი მოკლა. მისი შეპყრობის მცდელობა არ ყოფილა, ეს იყო მოკვლის ოპერაცია. მე გავამახვილე ყურადღება, რომ არ არსებობდა არცერთი სადაზვერვო სამსახური ევროპაში, რომელიც მოგვცემდა ინფორმაციას ამ ოპერაციის ჩასატარებლად,“ - აღნიშნა ჰეიდენიმ.

 

 

ავტორი: დავით ნიკურაძე

დღის ამბები