08 ოქტომბერი 2024,   06:59
ვრცლად
კათოლიკე მრევლი მსოფლიოში დღეს აღდგომას აღნიშნავს

კათოლიკე მრევლი მსოფლიოში დღეს აღდგომას აღნიშნავს. კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა სააღდგომო ქადაგება იმედის მნიშვნელობას მიუძღვნა. საზეიმო მესას პაპი ფრანცისკე ტრადიციულად ვატიკანში წმინდა პეტრეს ბაზილიკაში უძღვებოდა. ჩაბნელებულ ტაძარში ის სიმბოლურად ერთი ანთებული სანთლით შევიდა. პონტიფიკოსმა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში მომხდარი ტერაქტები გაიხსენა და მორწმუნეებს მოუწოდა, პესიმიზმსა და შიშზე გაიმარჯვონ. სავარაუდოდ, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება პაპის სააღდგომო მიმართვის მთავარი თემაც, რომელსაც ის რამდენიმე საათში გაავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რომში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს, პილიგრიმების ნაწილმა იტალიაში ვიზიტი მაინც გადადო. 

დღის ამბები