08 ოქტომბერი 2024,   06:54
ვრცლად
იტალიელმა სამართალდამცველებმა ბრიუსელის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი დააკავეს

იტალიელმა სამართალდამცველებმა ბრიუსელის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებული ალჟირელი ჯამალ ედინ უალია, რომელიც ტერორისტებისთვის ყალბ დოკუმენტებს ამზადებდა. სპეცოპერაცია სალერნოს რეგიონში ჩატარდა.

თავდასხმების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დღეს ბრიუსელში მასშტაბური მსვლელობა იგეგმებოდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციის შემდეგ, ორგანიზატორებმა აქცია უსაფრთხოების მიზნით გადადეს.

პარალელურად, ვრცელდება ცნობა, რომ ისლამური სახელმწიფო ტერაქტებს შეერთებულ შტატებშიც გეგმავს. დაჯგუფების ერთ–ერთი ლიდერის განცხადებით, პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტები იყო რეპეტიცია იმისა, რაც ამერიკას ელის.

 

დღის ამბები