08 ოქტომბერი 2024,   06:59
ვრცლად
ჩრდილო კორეამ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საარტილერიო წვრთნის ვიდეო გაავრცელა

ჩრდილო კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საარტილერიო წვრთნის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. სწავლებას პირადად აკვირდება ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი. სცენარის თანახმად, ჩრდილოეთ კორეის არმიას იერიში მიაქვს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის სასახლესა და სამთავრობო შენობებზე.

წვრთნის პარალელურად, ფხენიანმა კომპიუტერული გრაფიკით დამზადებული ვიდეორგოლიც გაავრცელა, რომელიც ვაშინგტონზე ბირთვულ შეტევას ასახავს. 4 წუთიანი ჩანაწერის ავტორები მოუწოდებენ შეერთებულ შტატებს, არ მოახდინონ ჩრდილო კორეის პროვოცირება.

დღის ამბები