08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
შეერთებულ შტატებში პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევად შიდაპარტიული არჩევნები გრძელდება

შეერთებულ შტატებში პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევად შიდაპარტიული არჩევნები გრძელდება. კენჭისყრა ამჯერად დემოკრატ კანდიდატებს შორის ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში ჩატარდა.

ვაშინგტონსა და ალიასკაში ბერნი სანდერსმა საკუთარი პოზიციები გაამყარა და მთავარი კონკურენტი ჰილარი კლინტონი დიდი სხვაობით დაამარცხა. სენატორმა ალიასკაში ხმების 79, ვაშინგტონში კი 72 პროცენტი მოაგროვა. შიდაპარტიული არჩევნები გაიმართა ჰავაიშიც, თუმცა მისი შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.  

დღის ამბები