08 ოქტომბერი 2024,   06:54
ვრცლად
სირიის სამთავრობო ძალებმა პალმირაზე კონტროლი სრულად აღადგინეს

სირიის სამთავრობო ძალებმა პალმირაზე კონტროლი სრულად აღადგინეს. სამხედროებმა, რუსეთის ავიაიერიშების დახმარებით, უძველესი ქალაქი ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან სრულად გაწმინდეს. შტურმი რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ ამ პერიოდში ისლამური სახელმწიფოს 158 ობიექტი დაბომბეს და 100–ზე მეტი მებრძოლი მოკლეს. რადიკალმა მებრძოლებმა იუნესკოს კულტურული მემკვიდერეობის სიაში შეყვანილი ქალაქი 2015 წლის მაისში დაიკავეს და მას შემდეგ არაერთი ისტორიული ძეგლი გაანადგურეს. 

დღის ამბები