08 ოქტომბერი 2024,   06:51
ვრცლად
სროლას ფლორიდის შტატში მსხვერპლი მოჰყვა

სროლას ფლორიდის შტატში მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა სასტუმროს ავტოსადგომზე მოხდა. თვითმხილველმა სამართალდამცველები გამოიძახა იმ მოტივით, რომ იქ ორი ადამიანი ჩხუბობდა. ადგილზე პოლიციელების მისვლის შემდეგ კი მათ ცეცხლი გახსნეს. სროლის შედეგად ერთი ეჭვმიტანილი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაიჭრა ერთი სამართალდამცველიც. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები