08 ოქტომბერი 2024,   06:51
ვრცლად
ბრიუსელის ტერაქტი-გადარჩენილთა ისტორიები

ბრიუსელის ცენტრში მდებარე დებერსის მოედანი პოლიციამ დაიკავა, მობილიზებულია სპეციალური მანქანა, რომელსაც მიტინგების დაშლისას იყენებენ წყლის ჭავლის გამოყენებით. ბრიუსელის ცენტრში ცოტა ხნის წინ არეულობა იყო. მოედანზე, სადაც ტერაქტების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალია მოწყობილი, ულტრა მემარჯვენე დაჯგუფების წევრები შეიჭრნენ და მუსლიმ ქალებს დაუპირისპირდნენ. პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

სწორედ ამ მოედანზე სურდათ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული აქციის გამართვა ბელგიელებს, თუმცა უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ თხოვა აქციის ორგანიზატორებს გადაედოთ მარში.

ტერაქტები ბრიუსელში მსოფლიო ახალი ამბების მთავარი თემაა, მაგრამ დაღუპულთა და ტერორისტების შესახებ მშრალი ინფორმაციის, პოლიტიკოსების და უსაფრთხოების სპეციალისტების საქმიანი კომენტარების გარდა, ამ მოვლენას თან ახლავს ადამიანური ისტორიები.

პოსტკრიპტუმთან საუბრისას  ტერაქტის თვითმხილველები, მომხდარის დეტალებს იხსენებენ. მათ შორის არის საქართველოს მოქალაქე დავით ჭეიშვილიც, რომელიც აფეთქების დროს ბრიუსელის აეროპორტში იმყოფებოდა. დავით ჭეიშვილი ყვება, რომ აფეთქების შემდეგ   სხვა გადარჩენილებს შორის აღმოჩნდა. გზააბნეული მგზავრების ჯგუფს გასასვლელისკენ გზის გაკვლევაში აეროპორტის ერთ-ერთი თანამშრომელი დაეხმარა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ბრიუსელის ტერაქტებს 31 ადამიანი ემსხვერპლა.

ავტორები: თამარ ნუცუბიძე, ეკა ქადაგიშვილი, არჩილ ჭიჭიბოშვილი.

დღის ამბები