08 ოქტომბერი 2024,   06:56
ვრცლად
რუსეთი სირიაში და საქართველოსადმი მუქარა-გლობალური ტერორიზმი

გლობალური ტერორიზმი და მასთან ბრძოლა მოქმედებს საქართველოზეც და მთელ რეგიონზე. არ აქვს მნიშვნელობა სად მიმდინარეობს ეს ბრძოლა - შუაგულ ევროპაში თუ სირიის ტერიტორიაზე. ამიტომაც იყო, რომ ომში, პირდაპირი მნიშვნელობით რუსეთიც ჩაერთო.

რა ამოცანა ჰქონდა რუსეთს სირიაში რაც 7 თვეში წარმატებით შეასრულა-კითხვაზე დამაჯერებელ პასუხს ვერავინ იძლევა, თუმცა  ოფიციალური მონაცემებით, სირიის 7 თვიანი ომი რუსეთს 6 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლედ და 600 მილიონ დოლარად დაუჯდა.

აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ სირია მოსკოვს ყველაზე მეტად სავაჭროდ სჭირდებოდა.

სირიიდან მოწინავე და გამოცდილი დაჯგუფების გამოყვანის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს  ღიად დაემუქრა. 

თუ რუსული ავიაციის სირიისკენ ფრენის დღევანდელ შემოვლით მარშრუტს დააკვირდებით აღმოაჩენთ, რომ მოსკოვს  საქართველოს არა მხოლოდ მორჯულება სურს, არამედ მისი საჰაერო სივრცის ათვისება ფინანსურადაც ძალიან აწყობს.

ავტორები:თენგიზ გოგოტიშვილი, ნონა მიქიაშვილი.

დღის ამბები