08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
მორიგი ტერაქტი - აფეთქებას 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რამდენიმე წუთის წინ აფეთქება მოხდა პაკისტანში. უცხოური მედიის ცნობით ტერორისტული აქტი ქალაქ ლაჰორში მოხდა. aljazeera-ის ინფორმაციით დაღუპულია 50 ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ, რომელთა რიცხვი 100-ს აჭარბებს. 

ქალაქ ლაჰორში მომხდარ აფეთქებას ძირითადად ქალებისა და ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია. 

ფოტოები: Twitter

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები