08 ოქტომბერი 2024,   06:59
ვრცლად
ტერაქტი ბავშვთა გასართობ პარკში - დაღუპულთა რაოდენობა 60-ს აჭარბებს

პაკისტანში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია იცვლება. ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 65 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 200-მდე ადამიანი.

აფეთქება უცხოური მედიის ინფორმაციით, ქალაქ ლაჰორში, ბავშვთა გასართობ პარკში მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია. 

 

 

 

 

დღის ამბები