08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
დონის როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფა - შესაძლო მიზეზებს შორის მფრინავის შეცდომა იკვეთება

ახალი დეტალები დონის როსტოვში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით - გამოცემა კომერსანტი შავი ყუთის ჩანაწერებს ასაჯაროებს. ავიაკატასტროფის შესაძლო მიზეზებს შორის მფრინავის შეცდომა გამოიკვეთა.

როგორც ირკვევა, წარუმატებელი დაშვების გამო მფრინავებს შორის კამათი მოხდა, რამაც მდგომარეობა გაართულა. ბოინგ 737 ავტომატურ რეჟიმში უამინდობის გამო ვერ დაეშვა, მანევრირებისას კი მფრინავები ვერ შეთანხმდნენ.

დონის როსტოვში სამგზავრო თვითმფრინავი 22 მარტს ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 62 ადამიანი ემსხვერპლა.

ამავე თემაზე
დღის ამბები