08 ოქტომბერი 2024,   06:52
ვრცლად
საბერძნეთი-მაკედონიის საზღვარზე მიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

საბერძნეთისა და მაკედონიის საზღვარზე დევნილთა ბანაკში მყოფმა მიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. 400-მდე მომიტინგე საზღვრების გახსნას და ცენტრალური და ჩრდილო ევროპის ქვეყნებისკენ გადაადგილების უფლებას ითხოვდა. ისინი ბანაკში არსებულ მძიმე საცხოვრებელ პირობებსაც აპროტესტებდნენ.

ადგილზე პოლიციის ქვედანაყოფები იყო მობილიზებული. სამართალდამცველებმა მომიტინგეებს საზღვართან მიახლოების საშუალება არ მისცეს.

საბერძნეთი-მაკედონიის საზღვარი მიგრანტებისთვის მარტის დასაწყისში დაიხურა. ამ დროისთვის საბერძნეთის ტერიტორიაზე 50 ათასამდე დევნილი იმყოფება.

დღის ამბები