08 ოქტომბერი 2024,   06:59
ვრცლად
ბრიუსელში მომხდარი ტერაქტები - სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 13 რეიდი ჩაატარეს

ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ბელგიელმა სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 13 ახალი რეიდი ჩაატარეს და რამდენიმე ადამიანი დასაკითხად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

პარალელურად, ფრანგი კოლეგების მოთხოვნის საფუძველზე ჰოლანდიელმა სამართალდამცველებმა ქალაქ როტერდამში 32 წლის ფრანგი მამაკაცი დააკავეს. გავრცელებული ცნობით,  რამდენიმე დღის წინ პარიზში აღკვეთილ თავდასხმასთან მას კავშირი ჰქონდა, რის გამოც დაკავებულის საფრანგეთში ექსტრადირება მოხდება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები