08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
ისტორიკოსები სირიის ანტიკურ ქალაქში ისლამისტების მიერ მიყენებულ ზარალს სწავლობენ

ისტორიკოსები სირიის ანტიკურ ქალაქში ისლამისტების მიერ მიყენებულ ზარალს სწავლობენ. სირიის ტელევიზიამ პალმირის ისტორიული ადგილებისა და მუზეუმის ამსახველი ახალი კადრები გაავრცელა.

სპეციალისტებს ანტიკური ქანდაკებები და უნიკალური არტეფაქტები განადგურებული დახვდათ, თუმცა იმედოვნებენ, რომ მათი ნაწილის აღდგენა მოხერხდება.

ქალაქი პალმირა ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ იყო ოკუპირებული. ამ ხნის განმავლობაში მებრძოლებმა არაერთი ანტიკური ძეგლი გაანადგურეს, მათ შორის 2 ათასი წლის სამარხები და სალოცავიც.

პალმირა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული და ის სირიის სამთავრობო ძალებმა გუშინ დაიბრუნეს.  

დღის ამბები