08 ოქტომბერი 2024,   06:59
ვრცლად
ინგლისსა და უელსს ძლიერმა შტორმმა გადაუარა

ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინგლისსა და უელსს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. 5 ათასამდე ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. 23 დასახლებაში კი მოსახლეობა მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ გააფრთხილეს.

ძლიერმა ქარმა დააზიანა შენობები და წააქცია ხეები. დროებით ჩაიკეტა უელსისა და ინგლისის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი. შეფერხებით მუშაობს ლონდონის აეროპორტები. გეთვიქსა და ჰითროუში ათობით რეისი გადაიდო. 

დღის ამბები