08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
პაკისტანის ტერაქტს 72 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 29 ბავშვია

პაკისტანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ბოლო მონაცემით, ქალაქ ლაჰორის პარკში მომხდარ ტერაქტს 72 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 29 ბავშვია. ტერორისტმა კამიკაძემ საბავშვო ატრაქციონებთან აიფეთქა თავი. იმ დროს პარკში ხალხმრავლობა იყო.

თავდამსხმელის სამიზნე კი ქრისტიანთა ჯგუფი იყო, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს ზეიმობდნენ. საავადმყოფოებში 340 დაჭრილს მკურნალობენ. ოფიციალური პირები მსხვერპლის გაზრდას არ გამორიცხავენ, რადგან რამდენიმე დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა თალიბანის ერთ-ერთმა ფრთამ -ჯამაათ ულ აჰრარმა აიღო. 

დღის ამბები