08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
თალიბებმა ავღანეთში თავდასხმა ახალი პარლამენტის კომპლექსზე მოაწყეს

თალიბებმა თავდასხმა მოაწყვეს ავღანეთშიც. მებრძოლების მიერ გასროლილი ჭურვები ქაბულში, ახალი პარლამენტის კომპლექსის ტერიტორიაზე ჩავარდა.

თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისთვის ემზადებოდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები