08 ოქტომბერი 2024,   07:00
ვრცლად
პაკისტანში ტერორისტი კამიკაძის თანამზრახველები დააკავეს

პაკისტანში ტერორისტი კამიკაძის თანამზრახველები დააკავეს. მათ შორის არიან მისი ძმებიც. სამართალდამცველებმა 5 რეიდი ჩაატარეს და პენჯაპის პროვინციაში მასშტაბური სპეცოპერაციის დასაწყებად ემზადებიან.

ბოლო მონაცემით ქალაქ ლაჰორის პარკში მომხდარ ტერაქტს 72 ადამიანი ემსხვერპლა. 29 ბავშვია. დაშავებულთა რიცხვი კი 340-ს აჭარბებს. ტერორისტმა საბავშვო ატრაქციონებთან აიფეთქა თავი.

თავდამსხმელის სამიზნე ქრისტიანთა ჯგუფი იყო, ისინი პარკში აღდგომის დღესასწაულს ზეიმობდნენ. ტერაქტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა თალიბანის ერთ-ერთმა ფრთამ ჯამაათ ულ- აჰრარმა აიღო. მომხდარის გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

დღის ამბები