08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
ბრიუსელში მდებარე ევროპულ ინსტიტუტებში უსაფრთხოების დონე დაიწევს

დღეიდან ბრიუსელში მდებარე ევროპულ ინსტიტუტებში უსაფრთხოების დონე დაიწევს, თუმცა გაგრძელდება უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება.

ამის შესახებ ინფორმაციას, ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი კრისტალინა გეორგიევა ავრცელებს.

ბრიუსელში და იქ მდებარე ევროპულ სტრუქტურებში, გასულ კვირას მომხდარი ტერაქტის შედეგად უსაფრთხოების მეოთხე, ანუ ნარინჯისფერი დონე მოქმედებდა, თუმცა უსაფრთხოების ნიშნული ქალაქში ტერაქტიდან მესამე დღეს დაწიეს.

გუშინ, ბრიუსელის კათედრალში 22 მარტს მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. თავდასხმებს 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები