08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
მიგრანტების კრიზისი - თურქეთი ამერიკისგან დამატებით 20 მილიონ დოლარს მიიღებს

მიგრანტების კრიზისთან გასამკლავებლად თურქეთი შეერთებული შტატებისგან დამატებით 20 მილიონ დოლარს მიიღებს.

ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ვაშინგტონში თავის თურქ კოლეგასთან შეხვედრას შემდეგ განაცხადა.

ჯონ კერის თქმით, ვაშინგტონმა ანკარას უკვე გაუწია 5 მილიარდიანი დახმარება, რაც სირიიდან შემოსული მიგრაციის ტალღის ორგანიზებას ხმარდება.

თურქეთმა სირიის კრიზისის დაწყების დღიდან 2 მილიონზე მეტი სირიელი მიგრანტი შეიფარა.

დღის ამბები