08 ოქტომბერი 2024,   06:52
ვრცლად
აშშ "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე განხორციელებული ავია იერიშების ამსახველ კადრებს ავრცელებს

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ერაყში ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე განხორციელებული მორიგი ავია იერიშების ამსახველ კადრებს ავრცელებს.

ამჯერად, საჰაერო ოპერაციის ობიექტი ტერორისტული ორგანიზაციის ტრეინინგ ცენტრი და ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებელი ქარხნები იყო.

ანტი ტერორისტული საჰაერო ოპერაცია შეერთებულმა შტატებმა ერაყის არმიის დახმარებით განახორციელა.

დღის ამბები