08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
ალასკის შტატში ვულკანმა გაიღვიძა - რეგიონში შესაძლოა ავია მიმოსვლა შეფერხდეს

შეერთებული შტატების ალასკის შტატში ვულკანმა პავლოვმა გაიღვიძა. ამ მოვლენამ შესაძლოა რეგიონში ავია მიმოსვლა დროებით შეაფერხოს, რადგან მეცნიერების პროგნოზით, შესაძლოა ვულკანურმა კვამლმა 6 ათას მეტრსაც გადააჭარბოს.

შესაბამისი გაფრთხილება უკვე გასცა ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ.

ვულკანი დასახლებულ პუნქტებს საფრთხეს არ უქმნის. პავლოვის ამოფრქვევები 2014 წელსაც რამდენჯერმე დაფიქსირდა.

დღის ამბები