08 ოქტომბერი 2024,   06:59
ვრცლად
ბარაკ ობამამ "კვერცხების გაგორების" ტრადიცია თეთრ სახლში უკანასკნელად შეასრულა

ბარაკ ობამამ კვერცხების გაგორების ტრადიცია თეთრ სახლში უკანასკნელად შეასრულა. ყოველწლიური სააღდგომო ღონისძიება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ თეთრი სახლის აღმოსავლეთ მდელოზე შეკრებილ ბავშვებთან და მათ მშობლებთან ერთად ჩაატარეს.

სტუმრებთან მისალმებისა და ფოტოების გადაღების შემდეგ, ბარაკ და მიშელ ობამებმა ბავშვებს მოთხრობებიც წაუკითხეს და სპორტულ შეჯიბრებებშიც მიიღეს მონაწილეობა. პრეზიდენტმა პატარა სტუმრებთან ერთად ჩოგბურთი ითამაშა.

დღის ამბები