08 ოქტომბერი 2024,   06:54
ვრცლად
ეგვიპტეში თვითმფრინავი გაიტაცეს - ბორტზე სავარაუდოდ 81 მგზავრია

15:05 - თვითმფრინავის გამტაცებლად არა იბრაჰიმ სამაჰა, არამედ სეიდ ელდინ მუსტაფა დასახელდა.

13:01 - ადგილობრივი მედიის ცნობით, გატაცებულ თვითმფრინავში მხოლოდ გამტაცებელი იმყოფება. ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა კი უკვე დატოვეს ბორტი. 

12:52 - პოლიციისა და მთავრობის წარმომადგენელთა ცნობით, გამტაცებელთან დასალაპარაკებლად ლარნაკას აეროპორტში მისი ყოფილი ცოლი მიჰყავთ. 

12:48 - გამტაცებელმა ყოფილ მაუღლესთან შეხვედრა მოითხოვა. 

12:48 - ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი თვითმფრინავის გამტაცებელზე: "ის არ არის ტერორისტი, ის იდიოტია".

12:45 - კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის თქმით, გატაცებას არანაირი კავშირი არ აქვს ტერორიზმთან. 

12:37 - ეგვიპტური მედიის ცნობით, თვითმფრინავის გამტაცებელი იბრაჰიმ სამაჰა ვეტერინარული მედიცინის პროფესორია ალექსანდრიის უნივერსიტეტში.

12:17 - ეგვიპტური მედიის ცნობით, ეგვიპტის ავიახაზების თვითმფრინავის გამტაცებელს შესაძლოა პირადი მოტივები ამოძრავებდეს. როიტერი ეგვიპტურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ გამტაცებელს კვიპროსში ყოფილი მეუღლე ჰყავს. ერთერთი თვითმხილველი კი ირწმუნება, რომ გამტაცებელმა თვითმფრინავიდან ლარნაკას აეროპორტში წერილი გადმოაგდო, სადაც, არაბულ ენაზე მის მეუღლესთან შეხვედრას ითხოვდა. 

12:00 - გამტაცებელმა სტამბოლში გაფრენა მოითხოვა, თუმცა პილოტებმა მას ბორტზე საწვავის უკმარისობის გამო უარი უთხრეს.

11:50 - ადგილობრივი მედიის ცნობით, გამტაცებელი ითხოვს თარჯიმანს, პოლიტიკურ თავშესაფარს, ან დევნილის სტატუსს კვიპროსში.

11:45 - Sky News Arabia მგზავრების გატაცებული თვითმფრინავიდან გადმოსვლის კადრებს ავრცელებს. მედიის ცნობით, თვითმფრინავზე დარჩენილ 4 მგზავრს შორის ერთერთი ირლანდიის მოქალაქეა. ცნობილია გამტაცებლის ვინაობაც -იბრაჰიმ სამაჰაა.

11:25 - #EgyptAir-ის ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის 7 წევრი და 4 უცხოელი რჩება. 

11:16 - #EgyptAir-ის ცნობით, გამტაცებელთან მოლაპარაკებების შედეგად გათავისუფლდა ყველა მგზავრი გარდა თვითმფრინავის ეკიპაჟისა და 5 სხვა ქვეყნის მოქალაქისა. 

11:08 - მედიის ცნობით, გატაცებული თვითმფრინავიდან კვიპროსის დედაქალაქ ლარნაკას აეროპორტში 20 მგზავრი გაათავისუფლეს. 

10:53 - სამოქალაქო ავიაციის მინისტრის ცნობით, გატაცებული თვითმფრინავის პილოტს ერთერთი მგზავრი ე.წ. თვითმკლველის ქამრით, ასაფეთქებელი მოწყობილობით დაემუქრა. 

10:45 - ეგვიპტეში თვითმფრინავი გაიტაცეს, რომლის ბორტზეც 81 მგზავრი იმყოფებოდა. 

ავიახაზების წარმომადგენლები მედიასთან აცხადებენ, რომ გამტაცებლებმა თვითმფრინავის კაიროს ნაცვლად კვიპროსში დაშვება მოითხოვეს. 

ეგვიპტის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ A320 შიდა რეისს ალექანდრიიდან კაიროს მიმართულებით ასრულებდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები