08 ოქტომბერი 2024,   06:57
ვრცლად
"ისლამური სახელმწოფო" თურქეთში მორიგი ტერაქტების მოწყობას გეგმავს

ისლამური სახელმწოფო თურქეთში მორიგი ტერაქტების მოწყობას გეგმავს. ამჯერად, ISIS-ის სამიზნე სკოლები, საბავშვო ბაღები, ახალგაზრდული ცენტრები და იქ მყოფი ებრაელი ბავშვები და მოზარდები არიან.

ინფორმაციას ტელეკომპანია sky news, სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. sky news-ის ცნობით, გარდაუვალი ტერაქტების შესახებ ინფორმაცია დაზვერვამ ისლამური სახელმწიფოს წევრებისგან მოიპოვეს, რომლებიც გასულ კვირას გაზიანტეპში დააკავეს.

ძალოვანებმა დაგეგმილი ტერაქტის კონკრეტული თარიღიც იციან. ISIS-ის მთავარი სამიზნე სტამბოლის ბეიოლგულს რაიონში მდებარე სინაგოგაა, რომლის ტერიტორიაზე სკოლა და სათემოს ცენტრიც მდებარეობს.

მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, თურქეთის სპეცსამსახურებმა ებრაული დაწესებულებები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილეს და უსაფრთხოება გააძლიერეს. 

დღის ამბები